დონალდ ტრამპის განცხადებით,  ევროკომისიის პრეზიდენტი ეთანხმება, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა.

ტრამპის თქმით, საუბარი შესანიშნავი იყო და ევროკომისიის პრეზიდენტი ეთანხმება, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

"შესანიშნავი საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ის, რომ სრულიად გაერთიანებულები ვართ იმაში, რომ ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი" , - წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!