დონალდ ტრამპი - ამერიკული გამანადგურებლები არ დაზიანებულა - ირანელ თავდამსხმელებს დიდი ზიანი მიადგა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში თავდასხმის ქვეშ მოექცა სამი ამერიკული საზღვაო გამანადგურებელი, თუმცა ისინი არ დაზიანებულა.

„სამი მსოფლიო დონის ამერიკული გამანადგურებელი ახლახან წარმატებით გავიდა ჰორმუზის სრუტიდან ცეცხლის ქვეშ. სამი გამანადგურებელი არ დაზიანებულა“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, ირანელმა თავდამსხმელებმა დიდი ზიანი განიცადეს და მრავალი პატარა ნავი მთლიანად განადგურდა.

„ირანელ თავდამსხმელებს დიდი ზიანი მიადგა. ისინი მთლიანად განადგურდნენ მრავალრიცხოვან პატარა ნავებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება მათი სრულად თავმოკვეთილი საზღვაო ფლოტის ჩასანაცვლებლად. ეს ნავები სწრაფად და ეფექტურად ჩავიდნენ ზღვის ფსკერზე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, აშშ-მა გაანადგურა რაკეტები და დრონები, რომლებიც მის გამანადგურებლებს ესროლეს.

„ნორმალური ქვეყანა ამ გამანადგურებლებს გავლის უფლებას მისცემდა, მაგრამ ირანი ნორმალური ქვეყანა არ არის. მას გიჟები ხელმძღვანელობენ და ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი რომ ჰქონდეთ, ამას უდავოდ გააკეთებდნენ, მაგრამ მათ ეს შესაძლებლობა არასდროს ექნებათ და, ისევე როგორც დღეს კიდევ ერთხელ ჩავაგდეთ ისინი ნოკააუტში, მომავალში ბევრად უფრო ძლიერად და ბევრად უფრო სასტიკად ჩავაგდებთ, თუ ისინი სწრაფად არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას! ჩვენი სამი გამანადგურებელი, თავიანთი შესანიშნავი ეკიპაჟებით, ახლა კვლავ შეუერთდება ჩვენს საზღვაო ბლოკადას, რომელიც ნამდვილად „ფოლადის კედელია““, - აღნიშნა ტრამპმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ