რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ერევანში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს

რუსეთში სომხეთის ელჩი გურგენ არსენიანი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სომხეთში გაკეთებული განცხადების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს აცნობეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია, რომ კიევის ნაცისტური რეჟიმის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სომხეთში, ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული ღონისძიების დროს, რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული მუქარის გამოსათქმელად ტრიბუნა დაეთმო“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებში.

უწყების მტკიცებით, მოსკოვი აღშფოთებულია და მიიჩნევს, რომ ერევანმა ზელენსკის სიტყვები ნეგატიურად არ შეაფასა, რაც ურთიერთობის პარტნიორულ ხასიათს არ შეესაბამება.

დიპლომატიური წყაროს ცნობით, საუბარი უკიდურესად მკაცრი იყო. არსენიანმა პირობა დადო, რომ შეტყობინებას, რაც მას რუსეთის საგარეო უწყებაში გადასცეს, თავის ხელმძღვანელობას გადასცემდა.

ცნობისთვის, ორშაბათს ერევანში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისის აღლუმის დროს მოსკოვის თავზე, შესაძლოა, უკრაინულმა დრონებმა გადაიფრინოს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა