მედია - მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ იაროსლავლში აფეთქებები მოხდა, რასაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი მოჰყვა. ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა მოსკოვსა და როსტოვზეც.

პირველი დრონები, 7 მაისის საღამოს შენიშნეს. ამის შემდეგ, „როსავიაციამ“ მოსკოვის „ვნუკოვოსა“ და „დომოდედოვოს“ აეროპორტებში შეზღუდვები გამოაცხადა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვამ დრონები ჩამოაგდო.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ იაროსლავლში „იაროსლავნეფტეორგსინტეზის“ გადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც მის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, იერიში მიიტანეს დონის როსტოვზეც. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმა „აგროპრომზაპჩასტის“ ქარხანაზე განხორციელდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ