ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან - ერთიანები ვართ იმაში, რომ ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი

ძალიან კარგი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და რეგიონულ პარტნიორებთან ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„ერთიანები ვართ იმაში, რომ ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის რისკები ძალიან დიდია“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ასევე განიხილეს ევროკავშირსა და აშშ-ის შორის სავაჭრო შეთანხმება.

„ორივე მხრიდან სრულად ერთგულები ვართ მისი განხორციელების მიმართ. ივლისის დასაწყისისთვის ტარიფების შემცირების მიმართულებით კარგი პროგრესი იქნება მიღწეული“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა. ტრამპის თქმით, საუბარი შესანიშნავი იყო და ევროკომისიის პრეზიდენტი ეთანხმება, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ