რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის ძალებმა 264 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის დროით 0:00 საათიდან 07:00 საათამდე, 264 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამიზნეები ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, როსტოვის, რიაზანის, სმოლენსკის, ტულის, ულიანოვსკის და იაროსლავის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ყირიმში, თათარსტანში, მოსკოვის ოლქში, ასევე აზოვისა და შავი ზღვების თავზე ჩამოაგდეს.

რუსული მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა და 10 მაისამდე გაგრძელდება. რუსული მხარის მტკიცებით, ამ დროის განმავლობაში მათი ჯარები არ დაარტყამენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განლაგების ადგილებს ან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს უკრაინის ტერიტორიაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ