21 მაისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ენიო მორიკონეს მელოდიების საღამო გაიმართება

„კონსიერჟ თბილისის“ ორგანიზებით, 21 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ენიო მორიკონეს საკულტო მელოდიები განსაკუთრებული აუდიოვიზუალური ფორმატით გაცოცხლდება.

სპეციალურად ამ საღამოსთვის საქართველოში ჩამოდის ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი პაოლო ვივალდი - მაესტრო მორიკონეს უახლოესი მეგობარი და მისი მუსიკალური სამყაროს გამორჩეული გამგრძელებელი. პაოლო ვივალდი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს მელოდიებს, რომლებმაც კინოს ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა და მილიონობით მსმენელის ემოციად იქცა.

„კონსიერჟ თბილისის“ მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ საღამოზე გაჟღერდება მელოდიები ფილმებიდან:

Cinema Paradiso

The Good, the Bad and the Ugly

Once Upon a Time in America

გენიალურ მუსიკასთან ერთად, განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის შთამბეჭდავი ვიზუალური არტი, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში მუსიკასთან სინქრონში განხორციელდება. სპეციალურად შექმნილი ვიზუალური ელემენტები მაყურებელს კინოსა და მუსიკის უნიკალურ სინთეზში ამოგზაურებს და დაუვიწყარ ემოციურ გამოცდილებას შეუქმნის.

მუსიკალური საღამო „კონსიერჟ თბილისის“ ორგანიზებით იმართება, ხოლო პროექტის მხარდამჭერები არიან - საქართველოს კულტურის სამინისტრო, „შემოქმედებითი საქართველო“ და იტალიის საელჩო საქართველოში.

ღონისძიებას ასევე მხარს უჭერენ: მედია ჰოლდინგი „პალიტრა“ და იტალიური ბრენდი „Baldinini“.

მსოფლიო კინო-მუსიკას მხოლოდ ერთი დღე დაეთმობა.

ადგილები შეზღუდულია.

ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ tkt.ge-ზე http://tkt.ge/EnnioMoricconeMusicEvening

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 21 მაისი 20:00

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ