„მეტროპოლ ქავთარაძე“ - მრავალფუნქციური პროექტი საუკეთესო საცხოვრებელი და საინვესტიციო პირობებით

სრულყოფილი გარემო თქვენი ცხოვრებისთვის - ეს „მეტროპოლ ქავთარაძეა“, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ გამორჩეული პროექტი, რომელიც სრულად ერგება თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტანდარტებს.

„მეტროპოლ ქავთარაძე“ მდებარეობს საინვესტიციოდ და საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში - საბურთალოზე, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლიდან“ 3 წუთის სავალზე. კომპლექსი აერთიანებს ორ 28-სართულიან შენობას, განსხვავებული დაგეგმარებისა და ფართობის ბინებით. მისი მრავალფუნქციურობა მდგომარეობს სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნებაში, რადგან აქ ყველაფერია, რაც კომფორტისთვის ჩაიფიქრეთ. პროექტი ქმნის შესაძლებლობას, იცხოვროთ ქალაქის ცენტრში და ამავდროულად გამწვანებულ, მშვიდ გარემოში, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით. მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი, დახურული 1 ჰექტარი სარეკრეაციო ზონა მოიცავს მოსასვენებელ პავილიონებს, სპორტულ მოედნებს, მინიატურულ შადრევანსა და საბავშვო სივრცეებს, მათ შორის კერძო საბავშვო ბაღს.

გარდა ამისა, კომპლექსი ითვალისწინებს 5-დონიან ავტოსადგომს 334-ადგილით, რაც დედაქალაქში პარკირების პრობლემის იდეალური გადაწყვეტაა. დამატებით კომფორტს ქმნის ძირითად ურბანულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. კერძოდ, „მეტროპოლ ქავთარაძის“ დაგეგმარება შესაძლებლობას მოგცემთ, კომპლექსიდან გაუსვლელად მიიღოთ ქსელური მაღაზიების, აფთიაქების, კაფე/რესტორნების, საბანკო თუ გამაჯანსაღებელი ცენტრების სერვისები, რაც დიდი კომფორტია თბილისის გადატვირთული საგზაო მოძრაობის პირობებში.

„მეტროპოლ ქავთარაძის“ მნიშვნელოვანი უპირატესობაა ხარისხი - კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „ანაგი“, რომელსაც სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტურ მასალებს, რაც თბოიზოლაციის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი კომპანია „მეტროპოლის“ ერთ-ერთი მოთხოვნადი პროექტია - ბინების 70%-ს უკვე მომავალი მფლობელები ჰყავს. აღსანიშნავია, სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე მშენებარე ბინების შეძენა შიდა უპროცენტო განვადებითაა შესაძლებელი.

„მეტროპოლ ქავთარაძე“ - ეს არის სახლი, რომელიც ჩაიფიქრე!

პროექტზე მაღალი მოთხოვნა უკავშირდება უპირატესობებს, რომლებსაც „მეტროპოლ ქავთარაძე“ მობინადრეებს სთავაზობს - მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამორჩეული მდებარეობა. ცენტრალურ ობიექტებთან სიახლოვე, განვითარებული ინფრასტრუქტურა და ურბანულ სერვისებზე მაღალი ხელმისაწვდომობა საბურთალოს საცხოვრებლად და საინვესტიციოდ დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ უბნად აქცევს.

საბურთალოზე, მეტროსადგურთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი ბინა ყოველთვის ლიკვიდურ საინვესტიციო აქტივად მიიჩნევა. აქ სტუდენტები, ტურისტები და ახალგაზრდა წყვილები მუდმივად ეძებენ საცხოვრებელ ფართებს, რაც გაქირავებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. დამატებითი ფაქტორია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ფასები წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. შესაბამისად, დღეს შეძენილი ბინა გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი ინვესტიციაა.

პროექტის შესახებ მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს ან დაუკავშირდით კომპანია „მეტროპოლს“:

ტელეფონი: +995 571 88 99 99

ელ-ფოსტა: sales@metropol.ge

მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 15 | დ. გულიას 4

(R)

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი