ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს - მჯერა, ერთიანი ძალისხმევით ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი

სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია, მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8000-წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოში 3 ათასამდე რეგისტრირებული მარანი და კომპანიაა, რაც აძლიერებს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„ჩვენი მეღვინეობა დღეს მძლავრი და თანამედროვე ინდუსტრიაა. ბოლო ათწლეულში, ჩვენი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად, საექსპორტო გეოგრაფია გაორმაგდა და დღეს ქართული ღვინო უკვე 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. მასშტაბები შთამბეჭდავია: 2025 წელს ექსპორტირებულია 90 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რომლის ღირებულებამ 268 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება.

სახელმწიფო პოლიტიკამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ისიც, რომ მწარმოებლების რაოდენობა თითქმის 30-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ახალი თაობა ერთვება. დღეს საქართველოში 3 ათასამდე რეგისტრირებული მარანი და კომპანიაა, რაც აძლიერებს ჩვენს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საოჯახო მარნების ნაწილში, რომლებმაც, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად, პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლეს.

სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია, მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8000-წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აგრძელებს.

მჯერა, ჩვენი, სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა