რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 1 365-ჯერ დაარღვია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინის არმიამ, დღის დასაწყისიდან, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 1 365-ჯერ დაარღვია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა შეთანხმების შეუსრულებლობას ანალოგიურად უპასუხეს.

„ამ პირობებში, შეიარაღებულმა ძალებმა სარკისებური პასუხი გასცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს. მათ კონტრშეტევა განახორციელეს საცეცხლე პოზიციების წინააღმდეგ. მათ ასევე დაარტყეს სამეთაურო პუნქტებსა და უპილოტო საფრენი აპარატების გამშვებ ადგილებს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, დრონებით თავდასხმის გამო, 13 აეროპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა.

“დონის როსტოვის რეგიონულმა ცენტრმა, რომელიც სამხრეთ რუსეთში საჰაერო მოძრაობას მართავს, დროებით შეცვალა თავისი ოპერაციები სამხრეთ რუსეთის საჰაერო ნავიგაციის ფილიალის ადმინისტრაციულ შენობაზე უკრაინული დრონის დარტყმის გამო. ოპერაციები დროებით შეჩერებულია ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გელენჯიკის, გროზნოს, კრასნოდარის, მახაჩკალას, მაგასის, მინერალნიე ვოდის, ნალჩიკის, სოჭის, სტავროპოლისა და ელისტას აეროპორტებში“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსული მხარის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა და 10 მაისამდე გაგრძელდება. რუსული მხარის მტკიცებით, ამ დროის განმავლობაში მათი ჯარები არ დაარტყამენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განლაგების ადგილებს ან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს უკრაინის ტერიტორიაზე

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა