რასტისლავ ჩოვანეცი - რობერტ ფიცოს სურს, ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი ვლადიმერ პუტინის გადასცეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აპირებს, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან გზავნილი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადასცეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, რასტისლავ ჩოვანეცმა განაცხადა.

გარდა ამისა, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, ფიცომ, შესაძლოა, პუტინისგან „ღირებული ინფორმაცია“ მიიღოს ომის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით მისი შეხედულებების შესახებ.

„მჯერა, რომ ამ დროს აუცილებელია კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან კომუნიკაცია და ევროკავშირმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ იმყოფებოდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც მშვიდობიანი შეთანხმება იქნება მიღწეული“, - აღნიშნა რასტისლავ ჩოვანეცმა.

მისი თქმით, რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის დასავლეთ ევროპელმა, უკვე დაიწყო იმ იდეის პოპულარიზაცია, რომ ეს საკითხი რუსეთის ლიდერთან უნდა განიხილონ.

ცნობისთვის, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, თუმცა სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ