რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ ეხმიანება საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ ინიციატივას „საოჯახო კალათის“ შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და გამოვხატავთ სრულ მზაობას, აქტიურად ჩავერთოთ ამ პროექტის განხორციელებაში.

დარგისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომობა, რის უზრუნველსაყოფადაც წლების განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ამ თვალსაზრისით, აღნიშნულ ინიციატივას ვაფასებთ, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს.

ასევე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ FMCG სექტორში ფასწარმოქმნა კომპლექსური პროცესია და მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს – მწარმოებლებს, დისტრიბუტორსა და რითეილერებს. შესაბამისად, მდგრადი შედეგის მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვა.

ჩვენი შეფასებით, მსგავსი ინიციატივები შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის სასარგებლო, თუმცა მათი ეფექტიანი განხორციელება დამოკიდებულია ყველა მხარის, მათ შორის რითეილ სექტორის, აქტიურ, თანაზომიერ მონაწილეობაზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე.

მზად ვართ ვითანამშრომლოთ საჯარო და კერძო სექტორის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ინიციატივამ პრაქტიკული შედეგი მოიტანოს და ხელი შეუწყოს ბაზარზე სტაბილურ და სამართლიან გარემოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ