ჯიბის ახალი დანიშნულება - ახალი სიტყვა ქართულ მოდაში

თბილისის ურბანულ ყოველდღიურობაში ახალი ეტაპი იწყება. თუ აქამდე მაწონი მხოლოდ სახლის კედლებთან, სამზარეულოს მაგიდასა და ტრადიციულ სადილთან ასოცირდებოდა, „სანტინოს“ ახალმა კამპანიამ ეს აღქმა სრულიად შეცვალა. მოახერხა ის, რაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანდა - ქართული ავთენტური პროდუქტი კულტურულ ფენომენად და თანამედროვე ცხოვრების სტილის განუყოფელ ატრიბუტად აქცია.

ყველაფერი მაწვნის ახალი, ინდივიდუალური პორციით დაიწყო და თავისი კონცეფციით ბუნებრივად მოერგო ქალაქის რიტმს, სადაც წამებიც გადამწყვეტია. შესაბამისად, „სანტინოს“ ჯანსაღი პროდუქტიც სამზარეულოს კონტექსტიდან გამოვიდა და პირდაპირ ოფისებში, მანქანებსა თუ სკვერებში გადაინაცვლა.

კამპანიის ყველაზე თამამი და მოულოდნელი ნაწილი დიზაინერ ირაკლი რუსაძესთან კოლაბორაციაა. მისი დიზაინით შეიქმნა ექსკლუზიური, მინიმალისტური ტყავის აქსესუარი, რომელიც სპეციალურად „სანტინოს“ ინდივიდუალური პორციისთვის დამზადდა და მაწონი თანსატარებელ პროდუქტად აქცია. ეს სიმბოლური ჟესტია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ჯანსაღი ცხოვრება და საკუთარ თავზე ზრუნვა დღეს ყველაზე მოდური არჩევანია.

ექსპერიმენტული აქსესუარი, ე.წ. Matsoni Pocket (მაწვნის ჯიბე) კომერციული გათვლით არ შექმნილა. ეს მხოლოდ კონცეპტუალური გადაწყვეტაა - იდეა, რომლის მიხედვითაც ტრადიციული ქართული პროდუქტი შეიძლება შენი ყოველდღიური სტილის ნაწილად იქცეს. მხოლოდ ნივთები აღარ განსაზღვრავს დღეს ადამიანების ინდივიდუალიზმსა და პერსონას. მთავარი გააზრებული არჩევანია. ასეა კვებაშიც. მით უფრო, რომ 2026 წელს ყველაზე ტრენდული ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ამიტომაც აქცია „სანტინომ“ მაწონი პროდუქტიული დღის ახალ ატრიბუტად. ის მსუბუქი და ესთეტიკურია. რაც მთავარია, მობილური. შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ ლეპტოპთან მუშაობისას ან შეხვედრებს შორის მოკლე პაუზის დროს.

„სანტინოს“ პროდუქტი ახალი შეფუთვით არის მათთვის, ვინც აფასებს თავის დროს და არ სურს არჩევანის გაკეთება ხარისხსა და სტილს შორის. ბრენდის ახალმა მიგნებამ გვიჩვენა, რომ კულტურა არ არის სტატიკური, ის დროსთან ერთად ვითარდება. მაწვნის რეპოზიციონირება კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება შეიქმნას ახალი კონტექსტი ძველი, კარგად ნაცნობი გემოსთვის.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ