საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც მშობლები აღნიშნავენ, ისინი ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ, აღნიშნული მიზნით კი საპატრიარქოს წერილით რამდენჯერმე მიმართეს.

ერთ-ერთი მშობლის, კახა წიქარიშვილის თქმით, ისინი შეხვედრაზე მოითხოვენ, საპატრიარქომ უშუამდგომლოს ხელისუფლებასთან, რათა ბავშვების დასახმარებლად რესურსები გამოიყოს.

“სამწუხაროდ, ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაცია არ გვაქვს, არ გვხვდება. ამიტომ, თავიდან ვაპირებდით ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლას. აგვიკრძალეს იქ მისვლა და შემდეგ საპატრიარქოსთან მოვედით, სადაც 6 მაისს შეხვედრა არ შედგა. შემდეგ დაგვიკავშირდა საპატრიარქო და გვითხრა, რომ შეგვხვდებოდნენ. დღეს მოვედით, რათა საპატრიარქოს წარმომადგენელს შევხვდეთ. ჩვენი თხოვნაა, საპატრიარქომ გვიშუამდგომლოს ხელისუფლებასთან, რათა ბავშვების დასახმარებლად რესურსები გამოიყოს”, - აღნიშნა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამა, კახა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, უცნობია, თუ ვინ შეხვდებათ მშობლებს საპატრიარქოდან.

შეგახსენებთ, მშობლები სახელმწიფოსგან სამკურნალო მედიკამენტს ითხოვენ და ამ მოთხოვნით რამდენიმე კვირაა, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ