შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის იდეა სხვა ერებზე ბატონობა არ არის - კოლეგებთან, ვისთანაც მაქვს კონტაქტი, ყოველთვის ეს სულისკვეთება არის, ხოლო კოლეგებთან, რომლებიც სხვა სულისკვეთებით მოქმედებენ, შეხვედრები რთულდება და შესაძლებელი არ არის

ევროკავშირის იდეა სხვა ერებზე ბატონობა და მათი ცხოვრების წესის საკუთარ გემოვნებაზე მოწყობა არ არის - კოლეგებთან, ვისთანაც მე მაქვს კონტაქტი, ყოველთვის ეს სულისკვეთება არის, ხოლო კოლეგებთან, რომლებიც სხვა სულისკვეთებით მოქმედებენ, შეხვედრები რთულდება და შესაძლებელი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე მყოფმა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა ისიც, რომ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მიმართ აბსოლუტური კეთილგანწყობაა.

„როდესაც პირად ურთიერთობაში ვსაუბრობთ, ყველა გაკვირვებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ასე გართულებული ურთიერთობა ევროპასა და საქართველოს შორის. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს პერსპექტივას ვუხსნით. ვუხსნით იმას, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელს არჩეული აქვს აგრესიული რიტორიკისა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გზა, რაც არის არასწორი, არაევროპული და ევროკავშირის იდეას ეწინააღმდეგება. ევროკავშირის იდეა სხვა ერებზე ბატონობა და მათი ცხოვრების წესის საკუთარ გემოვნებაზე მოწყობა არ არის. ევროკავშირის იდეა არის თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით.

ასე რომ, ჩემს კოლეგებთან, ვისთანაც მაქვს კონტაქტი, ყოველთვის ეს სულისკვეთება არის. ის კოლეგები, რომლებიც სხვა სულისკვეთებით მოქმედებენ, მათთან შეხვედრები რთულდება და არ არის შესაძლებელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ყველა დედაქალაქში მკაფიოდ იცოდნენ, თუ როგორ ხედავს საქართველოს ხელისუფლება მომავალ ურთიერთობას.

„სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია სხვადასხვა დედაქალაქში ბრიუსელის ფილტრით მიდის. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს სიტყვა ყველას მისწვდება. მნიშვნელოვანია, რომ შედგეს აგრესიული რიტორიკა და მავნე პოლიტიკა ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ. ეს არის მიუღებელი და ყველანაირ დიალოგს აფერხებს. მნიშვნელოვანია გაუქმდეს ყველა ის უსამართლო რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი ასე ავი სიხარულით იღებს ხოლმე. ეს არის ის გზა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. აბა სხვა რა გზა ესახებათ? - კონფრონტაციით უნდათ საქართველოს რაიმეზე იძულება?! რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ ასეთი მიდგომებით შეინარჩუნონ პრეტენზია, რომ ევროპული გაერთიანება არიან.

ეს არის გზა იმისკენ, რომ ევროკავშირის ევროპული ღირებულებების ერთგული დარჩეს. სხვა შემთხვევაში ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით იქნება ევროპული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ