9 მაისს გოჯუ-რიუ კარატეში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება

9 მაისს გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში. ტურნირში მონაწილეობას დაახლოებით 250 სპორტსმენი მიიღებს. შეჯიბრება ორ კატეგორიაში ჩატარდება – კატასა და კუმიტეში (ორთაბრძოლები).

ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც თბილისის, ასევე სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები – აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და კახეთიდან.

შეჯიბრი დილის 09:00 საათზე დაიწყება. გახსნითი ცერემონია 12:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ცერემონიის ფარგლებში გაიმართება საჩვენებელი გამოსვლები, რამდენიმე ფინალური ორთაბრძოლა და გამარჯვებულთა დაჯილდოება სხვადასხვა კატეგორიაში.

გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ ჩემპიონატი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და დღის ბოლომდე გასტანს.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ