ირაკლი კობახიძემ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლა მიულოცა, ასევე, პრემიერის ინფორმაციით, 2029 წელს საქართველო ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლა მიულოცა.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი განსაკუთრებით დიდი იყო ფინალში გასვლაში.

„ხვიჩა კვარაცხელიას მივულოცავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას ზედიზედ მეორედ. აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ მისი წვლილი ყველაზე დიდი იყო ფინალში გასვლაში, რაც განსაკუთრებით გვახარებს და რაც არის ჩვენი სიამაყის განსაკუთრებული საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან საქართველოში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული.

„საქართველომ წარმატებით უმასპინძლა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს. ჩვენმა სტუმრებმა, ყველამ აღნიშნეს, რომ უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას. თითოეული მათგანის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი სტანდარტის დაცვისთვის.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს ისტორიაში. ამ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი, ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც კი ჩვენს ქვეყანას მიუღწევია ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე. თითოეულ სპორტსმენს, მათ მწვრთნელებს, მთლიანად გუნდის შემადგენლობას მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა ამ უპრეცედენტო წარმატებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2029 წელს საქართველო უმასპინძლებს ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში.

„ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ. სპორტის მინისტრს მინდა გადავუხადო მადლობა ამ ძალისხმევისთვის. ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი სტანდარტების ჩატარება“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ 2029 წელს, საქართველო, სომხეთთან ერთად, 20-წლამდელებს შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მისივე თქმით, საქართველო ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის ყველანაირად მზად არის.

„2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია. საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე