ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-თან მოლაპარაკებები არსებითი იყო - ვათანხმებთ საჭირო ვიზიტების გრაფიკს და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ველოდებით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა შეერთებულ შტატებში შეხვედრების შემდეგ ანგარიში წარადგინა.

„მოლაპარაკებები არსებითი იყო. ვათანხმებთ საჭირო ვიზიტების გრაფიკს და გაზაფხულისა და ზაფხულის მიჯნაზე კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად შევძლებთ დაგეგმილის განხორციელებას და დიპლომატიის განახლებას“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, შეხვედრების დროს ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის ომის ტყვეების გაცვლის გაგრძელება, განიხილეს.

„ვაზუსტებთ შეთანხმებების დეტალებს, რომლებმაც უსაფრთხოების გარანტირება უნდა შეძლოს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენ მშვიდობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ უკრაინის გაძლიერებითა და შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობებით“, - წერს ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ