დიუშენით დაავადებული ბავშვის მამა - ექიმების ჯგუფი მაინც შეგექმნათ, 2 წლის განმავლობაში 3 ბავშვი გარდაიცვალა იმის გამო, რომ არ იცოდნენ, როგორ ემართათ მშობლებს - კობახიძემ გამოყოს თავი, სანუგეშო სიტყვა თქვას - წვიმაში, ქარში გარეთ ვართ და ჩვენამდე არავინ მოდის

ექიმების ჯგუფი მაინც შეგექმნათ ბავშვებისთვის! 2 წლის განმავლობაში, 3 ბავშვი გარდაიცვალა იმის გამო, რომ არ იცოდნენ, როგორ ემართათ მშობლებს! - ცოდოები ვართ, არ ვიცით, რა გავაკეთოთ. წვიმაში, ქარში გარეთ ვართ და ჩვენამდე არავინ მოდის,- ამ სიტყვებით მიმართავს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამა ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მან მიმარტა მინისტრს, რომ „ტყუილების ნაცვლად, რაიმე საიმედო თქვას“.

„ექიმების ჯგუფი მაინც შეგექმნათ ბავშვებისთვის! 2 წლის განმავლობაში, 3 ბავშვი გარდაიცვალა იმის გამო, რომ არ იცოდნენ როგორ ემართათ მშობლებს! ეს დაავადება არ ჩერდება, შესაძლოა, დღესაც დაიბადოს ასეთი ბავშვი, უნდა მიხედოს ასეთ ბავშვს სახელმწიფომ. ღმერთმა ხომ დაუშვა უკვე ეს წამალი, მსოფლიოში უკვე ყველგან არსებობს. კეთილი ინებოს სარჯველაძემ და ამ 3 ბავშვს რომ არ მიყვეს 3 და 10, მიხედოს ამ ბავშვებს. კობახიძემ გამოყოს თავი, საიმედო, სანუგეშო სიტყვა თქვას იქ რომ ვართ. ჯანდაცვის მინისტრმა ტყუილების ნაცვლად, რაიმე საიმედო თქვას! ამ ბავშვების გულისთვის მშობლები ყველაფერს გავაკეთებთ! დედას ვუტირებთ ნებისმიერს, ვინც ცუდს გააკეთებს!

მისახედები არიან და უნდა მიხედონ. ქუჩებში ვყრივართ მშობლები, საქმეები გვაქვს, ბავშვები მისახედი გვყავს, სახლში ფული შესატანი, ჩვენ მშობლებსაც მიხედვა უნდა! რა ხდება? მოდით ბავშვებს დაუდექით გვერდით! „ქართულ ოცნებაში“ ერთი გულიანი როგორ [არავინ არის]. ბავშვებს მხარში დაუდექით. არ შეიძლება ასე, ხალხო, მშობლებს გვერდით დაგვიდექით, ცოდოები ვართ, არ ვიცით, რა გავაკეთოთ. წვიმაში, ქარში გარეთ ვართ და ჩვენამდე არავინ მოდის. ჰორმონი, რომელსაც ახლა ბავშვები იღებენ, უკუჩვენებებით სავსეა და სარჯველაძე აქებს. ბავშვისთვის 1 თვის სამყოფი, 18 ლარი ღირს და ალბათ, ამიტომ ამბობს ამ ყველაფერს“,- აღნიშნავს მშობელი.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამამ კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, 3 საკითხზე დააყენეს მოთხოვნა, საპატრიარქოსგან კი დადებითი პასუხი მიიღეს. მისივე თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო დახმარება ფონდის შექმნაში, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე თანხას ჩარიცხავს მედიკამენტის შესაძენად. მათ ასევე მოითხოვეს ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში დახმარება და მართვით სუნთქვაზე მყოფი ბავშვების ფინანსური და საჭირო პირობებით უზრუნველყოფა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე