50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ

Bybit, მსოფლიოში სავაჭრო სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის კომპანია, City Mall-თან პარტნიორობით ახალ ქეშბექ კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 50%-მდე ქეშბექი City Mall-ში 23 და 24 მაისს განხორციელებულ შესყიდვებზე.

შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ City Mall Saburtalo-სა და City Mall Gldani-ში განხორციელებულ ფიზიკურ გადახდებზე. გადახდა შესაძლებელია Bybit Card-ის გამოყენებით — როგორც ფიზიკური ბარათით, ასევე Google Pay-სა და Apple Pay-ის მეშვეობით. ონლაინ ტრანზაქციები კამპანიაში არ მონაწილეობს.

კამპანიაში ჩასართავად მომხმარებლებმა 8-დან 15 მაისის ჩათვლით უნდა გაააქტიურონ Bybit Card და დარეგისტრირდნენ. ამის შემდეგ, 16 მაისიდან, მონაწილეებმა უნდა შეასრულონ მარტივი პირობა — 20 მაისამდე მინიმუმ $100-ის დეპოზიტი.

კამპანიის ფარგლებში, პირველი 200 მომხმარებელი, ვინც ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მიიღებს 50%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 500 ლარამდე. დანარჩენი მონაწილეები მიიღებენ 15%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 100 ლარამდე.

ინიციატივა ხაზს უსვამს საქართველოში ციფრული გადახდების მზარდ როლს და იმას, თუ როგორ ინტეგრირდება თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიები ყოველდღიურ ცხოვრებაში. პარტნიორობა მიზნად ისახავს შოპინგის პროცესის გამარტივებას და მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას.

„საქართველოში იზრდება ინტერესი ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი კრიპტო გადახდების მიმართ, და City Mall-თან თანამშრომლობა სწორედ ამ ტენდენციის გამოძახილია,“ — აცხადებს Bybit Georgia-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანი დავლაშელიძე. „Bybit Card-ის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად გამოიყენონ ციფრული აქტივები ყოველდღიურ ხარჯებში და მიიღონ დამატებითი სარგებელი მსგავსი კამპანიების ფარგლებში.“

Bybit Card წარმოადგენს Mastercard-ის ბარათს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ციფრული აქტივები ყოველდღიურ გადახდებში. ბარათი მოქმედებს ყველგან, სადაც Mastercard მიიღება — როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ობიექტებში, მათ შორის Apple Pay და Google Pay-ის მეშვეობით.

Bybit Georgia ადგილობრივ ბაზარზე 2025 წლის ივლისში შემოვიდა. კომპანია უკვე სრულად ლიცენზირებულია და საქართველოს განიხილავს როგორც რეგიონულ ჰაბს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს Bybit-ის გრძელვადიან განვითარების ხედვაში.

#Bybit / #NewFinancialPlatform

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე