თბილისის მერი 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა

თბილისის მერი კახა კალაძე, „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეზო აბესაძე პროფესიით ექიმი თერაპევტია.

„რეზო აბესაძე თავის პროფესიას 54 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურა. უყვარს ლიტერატურა და დღემდე ყოველდღიურად კითხულობს წიგნებს“,- აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

კახა კალაძემ იუბილარს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისთვის და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„დიდი პატივია დღეს თქვენს ოჯახში სტუმრობა და 100 წლის იუბილეს მოლოცვა. თქვენი მრავალწლიანი საქმიანობა და შრომა ფასდაუდებელია. ჩვენი მხრივ ვეცდებით, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგეთ. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის, გისურვებთ კიდევ დიდხანს სიცოცხლეს!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავად რეზო აბესაძემ თბილისის მერს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის მთავარი საიდუმლო საყვარელი საქმის კეთება და მუდმივი შრომაა.

„100 წელიწადი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარია. ერთ საუკუნეს ბოროტი ადამიანი ვერ მიღწევს, სიკეთე უნდა აკეთო ცხოვრებაში. სიბერე ცუდია, მაგრამ რომ არ დაბერდე, უფრო ცუდია. შრომა არის მთავარი, თუ არ შრომობ, ახალგაზრდაც მკვდარი ხარ. დიდი მადლობა დაფასებისთვის. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მოსახლეობის დაფასებაა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს პატივს სცემთ. ბატონო კახა, მადლობას გიდით სტუმრობისთვის. გისურვებთ, ბევრი კარგი საქმე გეკეთებინოთ და ჩემსავით 100 წელიწადისთვის გადაგებიჯებინოთ“,- აღნიშნა რეზო აბესაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, რეზო აბესაძეს 10 000 ლარი ჩაერიცხება. დედაქალაქის მერთან ერთად, იუბილართან სტუმრად იმყოფებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი