ალექსანდრ სირსკი -   რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს - მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს

რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ინიციატივის შენარჩუნებას და ტემპის განსაზღვრას. ჩვენი უპირატესობა FPV დრონებში იზრდება. დეკემბრიდან, უკვე მეხუთე თვეა, უკრაინის თავდაცვის ძალების უპილოტო საფრენი აპარატების ქვედანაყოფები უფრო მეტ ოკუპანტს ანადგურებენ, ვიდრე რუსეთი თავის არმიაში მობილიზებას ახერხებს“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, მხოლოდ აპრილში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა: თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი დადასტურებული სამიზნე გაანადგურეს, რაც მარტთან შედარებით 2%-ით მერია, მტრის 7 700-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატის პილოტის პოზიცია ჩაახშეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ