კრიპტო უკვე „საქართველოს ბანკის“ მობილბანკშია - დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით

„საქართველოს ბანკმა“ ინვესტირების შესაძლებლობები გააფართოვა და მობილბანკში კიდევ ერთი ინოვაციური ინსტრუმენტი დაამატა - მომხმარებლებს უკვე მსოფლიოს 50 ყველაზე მსხვილი საბაზრო კაპიტალიზაციის კრიპტოს შეძენა და გაყიდვა პირდაპირ მობილბანკიდან შეუძლიათ.

კრიპტოთი ვაჭრობის მოდული მობილბანკში განთავსებულია პროდუქტების გვერდზე, ინვესტიციების სივრცესთან ერთად, რაც ინვესტირებას კიდევ უფრო მარტივსა და ინტუიციურს ხდის.

ახალი პროდუქტი პორტფოლიოს დივერსიფიცირების გზას და ინვესტირების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს მათთვის, ვისაც სურს ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან ერთად, ინოვაციური ციფრულ აქტივების ფლობაც სურს.

კრიპტოში ინვესტირების დასაწყებად პირველ ჯერზე საჭიროა შესაბამის პირობებზე თანხმობა.

მობილბანკში კრიპტოს შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი თანხით - $1-დან, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირება ეტაპობრივად, საკუთარი სტრატეგიის შესაბამისად დაიწყოს.

კრიპტოს შეძენა შესაძლებელია პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან, გაყიდვის შემთხვევაში კი თანხა ავტომატურად ჩაირიცხება იმავე საბანკო ანგარიშზე.

კრიპტოს სივრცეში მომხმარებელს დახვდება:

  • ტოპ კრიპტოები ზრდის პროცენტული ცვლილების მიხედვით;
  • ფავორიტებში დამატების შესაძლებლობა;
  • საკუთარი პორტფელი;
  • ტრანზაქციების ისტორია;
  • „აღმოჩენის“ ტაბი, სადაც პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ყველა კრიპტოა თავმოყრილი.

საქართველოს ბანკი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, განაგრძობს 1 800 000 მომხმარებლისთვის თანამედროვე ინსტრუმენტების შეთავაზებას, რომლებიც ინვესტირების პროცესს უფრო მოქნილს, ხელმისაწვდომსა და პერსონალიზებულს ხდის.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ