გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი თემურ ცინდელიანი მიგრანტების უკანონო გადაყვანის შესახებ ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის წევრებმა აღნიშნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი თემურ ცინდელიანი მიგრანტების უკანონო გადაყვანის შესახებ ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (PC-TM) წევრებმა აღნიშნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიგრანტების უკანონო გადაყვანის საკითხებზე ექსპერტთა კომიტეტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა.

„კომიტეტს დაევალა 2027 წლის ბოლომდე შეიმუშაოს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ყოვლისმომცველი რეკომენდაცია, რომელიც სრულად იქნება ორიენტირებული მიგრანტთა უფლებების დაცვაზე.

ექსპერტთა კომიტეტი ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს და არის მნიშვნელოვანი პლატფორმა მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

სისხლის სამართლის სფეროში ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობა წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს. თემურ ცინდელიანის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს გენერალური პროკურატურის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო თანამშრომლობაში და მის მნიშვნელოვან როლს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე