მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებსა და იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. აღინიშნა, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი ისეთ სტრატეგიულ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ დაკავშირებადობისა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო მოთამაშის როლის გაძლიერებას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთობის საკითხები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ