ლონდა თოლორაია - პრემიერის „კოორდინატორმა” იცოდა სპეცრაზმელების საქმის მასალებიც და იცოდა გრიფით „საიდუმლო“ საქმის მასალებიც, რაც უბრალოდ კანონის დარღვევა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია

პრემიერ-მინისტრის „კოორდინატორმა“ იცოდა სპეცრაზმელების საქმის მასალები და გრიფით „საიდუმლო“ საქმის მასალებიც, რაც უბრალოდ კანონის დარღვევა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ იურისტი, ლონდა თოლორაია აცხადებს, რითაც სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში ჩახედვის, საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ პროკურატურას და არავის სხვას.

„ვისაც სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე რამე გაეგება, ყველამ იცის რომ:

პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში ჩახედვის, საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ პროკურატურას და არავის სხვას: არც პრემიერს, არც მის ქვეშ მყოფ არც ერთ პირს. არც პარლამენტს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია პროკურატურა. მაშინაც კი, როცა პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა, იუსტიციის მინისტრს არ ჰქონდა საქმის მასალების ნახვის უფლება. რატომ? იმიტომ რომ პროკურატურა არის ,,დამოუკიდებელი” (კონსტიტუციით და კანონით ასეა);

სუს-ის წარმოებაში არსებული საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სუს-ს და მასზე ზედამხედველ პროკურატურას. მეტს არავის - არც პრემიერს, არც პარლამენტს, იგივე პრინციპის დაცვით. მით უფრო, ვერავინ გაეცნობა საქმეს, რომელსაც ადევს გრიფით საიდუმლო.

დღეს პრემიერ-მინისტრის ,,კოორდინატორმა” იცოდა სპეცრაზმელების საქმის მასალებიც და იცოდა გრიფით საიდუმლო საქმის მასალებიც, რაც უბრალოდ კანონის დარღვევა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია.

ცალკე ამბავია, მამუკა მდინარაძის მითითებით საქმის მასალების განსაიდუმლოების დავალების მიცემა სუს-ისთვის (არადა განსაიდუმლოება პროკურატურის ფუნქციაა) და სუს-ის მიერ მისი არაუფლებამოსილი პირის მითითებით გასაჯაროება.

ასევე ცალკე ამბავია ისიც, რომ ამ გასაჯაროებულ მასალაში დანაშაულის არცერთი ელემენტი ჩანს”, - აცხადებს ლონდა თოლორაია.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე