მარკო რუბიო - აშშ მზად არის უკრაინა-რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს თუ პროგრესი იქნება - სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის ყველა ძალისხმევა სტაგნაციაშია, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ თუ გარემოებები შეიცვლება

აშშ მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს თუ პროგრესი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რომში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ვცადეთ შუამავლის როლის შესრულება [სამშვიდობო პროცესში]. ამ მომენტისთვის ამას ნაყოფიერი შედეგი არ მოუტანია, სხვადასხვა მიზეზის გამო. კვლავ მზად ვართ, ეს როლი შევასრულოთ თუ ეს პროდუქტიული შეიძლება იყოს. არ გვინდა ჩვენი დროის ტყუილად ხარჯვა და დროის, ენერგიისა და ძალისხმევის ინვესტირება იმაში, რაშიც პროგრესი არ არის.

მაგრამ თუ შესაძლებლობას დავინახავთ, რომ როგორც შუამავალმა ვიმოქმედოთ, რომელიც ორივე მხარეს სამშვიდობო შეთანხმებასთან დააახლოებს, გაგვიხარდება. საბოლოო ჯამში, ჩვენი პოზიცია იმაშია, რომ ეს ომი ტრაგიკულია. ორივე მხარე ძალიან მძიმე ფასს იხდის მისთვის როგორც ეკონომიკურს, ასევე, რა თქმა უნდა, ადამიანურ დონეზე. ის დესტრუქციულია, მის წინააღმდეგ ვართ. და ყოველ ჯერზე, როდესაც დარტყმებზე და ხალხზე მეუბნებით - ყოველ ჯერზე, როდესაც ეს რაღაცები მესმის - ეს გვახსენებს, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ომი.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი როლი შევასრულოთ, რომელიც შეგვიძლია, რათა მშვიდობიან, დიპლომატიურ დასასრულამდე მივიყვანოთ. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის ძალისხმევა სტაგნაციაში შევიდა, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ თუ გარემოებები შეიცვლება“, - განაცხადა რუბიომ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე