ირაკლი კუპრაძე - ხუთი სპეცრაზმელი ვითომ სამაგალითოდ დასაჯო, ვერ იქნება ჩემთვის დამაჯერებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“  გაკეთილშობილდა - მხოლოდ პროპაგანდის საკვებია ეს ყველაფერი

ხუთი სპეცრაზმელი ვითომ სამაგალითოდ დასაჯო, ვერ იქნება ჩემთვის დამაჯერებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გაკეთილშობილდა. მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის საკვებია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ირაკლი კუპრაძის თქმით, 5 სპეცრაზმელის დაკავება პროპაგანდის ნაწილია და არა „დასავლელ პარტნიორებთან ლაპარაკი“.

„არ მგონია, რომ აშშ-ს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ელაპარაკებოდნენ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯებით. თუ მათ უნდათ პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა, ამისთვის არსებობს ძალიან მყისიერად გადასადგმელი რამდენიმე პოლიტიკური ქმედება: 1. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი. 2. პოლიტპატიმრების საკითხი 3. პოლიტიკოსებზე წარმოუდგენელი, განუსაზღვრელი სიგიჟის სისხლის სამართლის საქმე და 4. რეპრესიული კანონმდებლობა.

თუ ეს არის მცდელობა იმისა, რომ საკუთარი იმიჯი გამოასწორონ დასავლელ პარტნიორებთან, ყოველ დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში რატომ მიჰყავთ პოლიციელები, როგორც ცრუ მოწმეები და ალაპარაკებენ ტყუილებს? ამას აგრძელებდე ყოველდღიურ რეჟიმში და აქეთ ხუთი სპეცრაზმელი ვითომ სამაგალითოდ დასაჯო, ვერ იქნება ჩემთვის დამაჯერებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გაკეთილშობილდა. მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის საკვებია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა „ლელოს“ პოზიციაა, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებითაა შესაძლებელი.

„პროტესტი არის კარგი და პროტესტს ჩვენც ვუჭერთ მხარს. ჩემი მეგობრები ამჟამადაც ბათუმში იმყოფებიან და იქ მონაწილეობენ საპროტესტო მარშში პოლიტპატიმრების მშობლებთან ერთად. ამ კუთხით, ჩვენ ყველგან ვართ, ქუთაისის მარშშიც ვმონაწილეობდით, ჩვენი კოლეგები თბილისში ხვალაც იქნებიან შაბათის მარშზე, ამას ვაძლიერებთ და მხარს ვუჭერთ. 26 მაისსაც ვიქნებით[აქციაზე], რა თქმა უნდა. საზოგადოების უმრავლესობაში არის საპროტესტო მუხტი, ვერანაირი დღე ვერ იქნება ვერცერთი პარტიის საკუთრება.

მხოლოდ პროტესტი არ არის საკმარისი, თუ გგონია, რომ მხოლოდ პროტესტით შეიცვლება ხელისუფლება, არა. პროტესტი და არჩევნებისთვის მზადება. ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილების გზა არის არჩევნები, თუმცა პროტესტი აძლიერებს არჩევნებისთვის მომზადების პროცესს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე