ახალციხეში, სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ორი ადამიანი დაიღუპა

ახალციხეში, სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ორი ადამიანი დაიღუპა

ახალციხეში, სოფელ აწყურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად დაიღუპა ორი პირი, ორი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.