დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს

დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს.

„შესაძლოა. ეს კარგი იქნებოდა. მსურს, რომ ეს დასრულდეს. ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი რამ არის. ყოველთვიურად 25000 ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება. ეს სიგიჟეა. ასე რომ, ეს სავსებით შესაძლებელია“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

„ეს ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა კინეტიკური აქტიურობის შეჩერებას და ასევე ყოველი ქვეყნიდან 1000 ტყვის გაცვლას. ეს მოთხოვნა პირადად მე გავაკეთე, და ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მასზე დათანხმებას“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში 9 მაისს სამხედრო ტყვეების გაცვლაა დაგეგმილი. ასევე, ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელიც რუსეთს მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარების ნებას რთავს.

„მრავალი თხოვნის გათვალისწინებით და 2026 წლის 8 მაისს ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებში განსაზღვრული ჰუმანიტარული მიზნიდან გამომდინარე, ნება დაერთოს 2026 წლის 9 მაისს ქალაქ მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) აღლუმის ჩატარებას. აღლუმის დროს (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით დილის 10 საათიდან) წითელი მოედნის ტერიტორია უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან ამოღებულ იქნას“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე