დიმიტრი პესკოვი - რუსეთს სამხედრო აღლუმის ჩასატარებლად არავის ნებართვა არ სჭირდება

რუსეთს სამხედრო აღლუმის ჩასატარებლად არავის ნებართვა არ სჭირდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ არავის ნებართვა არ გვჭირდება. ვაი მას, ვინც გამარჯვების დღეს დასცინის და მსგავს სულელურ ხუმრობებს ცდილობს. ეს, ალბათ, მისთვის ყველაზე დიდი უბედურებაა. ჩვენ არავის ნებართვა არ გვჭირდება, რომ ჩვენი გამარჯვების დღით ვიამაყოთ“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო.

ასევე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის ინიციატივას 9-11 მაისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაეთანხმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელიც რუსეთს მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარების ნებას რთავს.

„მრავალი თხოვნის გათვალისწინებით და 2026 წლის 8 მაისს ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებში განსაზღვრული ჰუმანიტარული მიზნიდან გამომდინარე, 2026 წლის 9 მაისს ქალაქ მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) აღლუმის ჩატარებას ნება დაერთოს. აღლუმის დროს (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით დილის 10 საათიდან) წითელი მოედნის ტერიტორია უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან ამოღებულ იქნას“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე