ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვეტერანები და სხვა მოქალაქეები იკრიბებიან

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.

ადგილზე მოქალაქეების გარდა იმყოფებიან, ვეტერანებიც, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები არიან.

ასევე, ადგილზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლაც იგეგმება, რომლებიც კიკვიძის პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტს გვირგვინით შეამკობენ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია გაზიარებული არ იქნა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას