კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოსა და სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა 30 აპრილს გაიმართა.

„საქართველოს საპატრიარქოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრმა ოფიციალურად შეიძინა საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი.

ეს გადაწყვეტილება ახალ ეტაპს წარმოადგენს კლინიკის საქმიანობაში, რაც პრაქტიკული მედიცინისა და აკადემიური სფეროს ინტეგრაციას გულისხმობს. მხარეები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებასა და სამედიცინო ცენტრის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ