დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები - მოთხოვნა, რომ ღია სკვერში კარვების შეტანის უფლების შეზღუდვაზე შსს-ს გადაწყვეტილება შეჩერდეს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა - გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სასამართლომ მათი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

მშობლების განმარტებით, საუბარია სასამართლოში შეტანილ იმ განცხადებაზე, რომლითაც ისინი ითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების შეჩერებას იმის თაობაზე, რომ მშობლებს ღია სკვერში კარვების შეტანის უფლება არ მისცეს.

„უკვე 19 დღეა რაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ვატარებთ უწყვეტ აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ და ვითხოვთ ბავშვების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელი მკურნალობის დაფინანსებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღია სკვერში კარვების შეტანის უფლება არ მოგვცა იმ მოტივით, რომ შეფერხდება საწარმოს დაწესებულების ან ორგანიზაციის ფუნქციონირება.

აღსანიშნავია რომ უახლოესი შენობა აქციიდან 70 მეტრში მდებარეობს. შესაბამისად, გაუგებარია რომელ საწარმოს ან ორგანიზაციას შეიძლება შეექმნას პრობლემა. ჩვენ ეს მითითებები გავასაჩივრეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ მათი მოქმედების შეჩერება. ჩვენ მივუთითეთ, რომ უამინდობის პირობებში ღია ცის ქვეშ ადამიანების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მუდმივად ყოფნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განცხადება არ დაგვიკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ვერ დავადასტურეთ, თუ რა ზიანი გვადგება კარვების არქონით.

შსს-ს და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო სამართალს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ.

საზოგადოებას მოგიწოდებთ, რომ დაგვიჭიროთ მხარი და ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე