Reuters - აშშ-მა სანქციები დააწესა იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის მიერ „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოებას ხელს უწყობენ

აშშ-მა სანქციები დააწესა იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის მიერ „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოებას ხელს უწყობენ, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები დაუწესა 10 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, მათ შორის ჩინეთსა და ჰონგ-კონგში დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ ტიპის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო მასალას აწვდიან.

ასევე, აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა ბელარუსსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული კომპანიები.

„პრეზიდენტი ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას იმ უცხოელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის შეიარაღებულ ძალებს იარაღს აწვდიან ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოსაყენებლად“, - ნათქვამია აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი მზად არის დამატებითი ზომები მიიღოს, რათა ირანს სამრეწველო შესაძლებლობების აღდგენაში ხელი შეუშალოს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე