კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

თიბისის მობაილბანკს ინვესტირების ახალი შესაძლებლობა - კრიპტოთი ვაჭრობა დაემატა.ახალი ფუნქციონალით შესაძლებელია, 30-მდე ყველაზე პოპულარული კრიპტოაქტივით ვაჭრობა სწრაფად და მარტივად, დამატებითი რეგისტრაციის გარეშე. ინვესტირება კი 1$-დან არის შესაძლებელი, რაც თანამედროვე აქტივებზე წვდომას კიდევ უფრო ამარტივებს. ციფრულ აქტივებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველ ეტაპზე კრიპტოთი ვაჭრობა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.

მობაილბანკში კრიპტოაქტივებით ვაჭრობის შესაძლებლობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოაქტივი მათთვის ნაცნობ და უსაფრთხო ციფრულ გარემოში.

კრიპტო პლატფორმის დამატება ციფრული განვითარების სტრატეგიის ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ონლაინ და მობაილბანკინგი დანერგა. 2023 წლიდან დღემდე კი 160 ათასამდე მომხმარებელს მისცა შესაძლებლობა, ინვესტირება აშშ-ის წამყვან კომპანიებში 1$-დან მობაილბანკის მეშვეობით დაეწყოთ. თიბისი, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციური ბანკი, ახალი ფუნქციონალით საინვესტიციო შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს.

თიბისი კრიპტოს პროექტი კომპანია Bybit-თან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც მეორე უმსხვილესი კრიპტო პლატფორმაა მსოფლიოში.

აღმოაჩინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში - გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა. კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე