კაია კალასი - ევროკავშირი იდეალური არ არის - ის საიმედოა და სწორედ ეს არის მთავარი

ევროკავშირი იდეალური არ არის - ის საიმედოა და სწორედ ეს არის მთავარი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირი არის ადგილი, რომელსაც ადამიანები უბრუნდებიან, როცა სახლში დაბრუნება სჭირდებათ და ადგილი, რომლისკენაც სხვები იყურებიან, როცა ღირსეული მომავლის აშენების იმედი აქვთ.

,,ბუნდოვანების პერიოდში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი.

გადაადგილების თავისუფლება, ერთიანი ბაზარი, რომელიც მუშაობს, თაობების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების მაღალი სტანდარტი, და, უპირველეს ყოვლისა - მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რაც ევროკავშირმა თავისი ისტორიის განმავლობაში თანმიმდევრულად უზრუნველყო.

ადამიანებს, რომლებიც ამ დაპირებას იმედით შეჰყურებენ, სჭირდებათ იცოდნენ, რომ ის ხვალაც შესრულდება. ევროკავშირი იდეალური არ არის. მაგრამ უკვე 75 წელზე მეტია, ამ დაპირებას ასრულებს. ის საიმედოა - და სწორედ ეს არის მთავარი.

ევროკავშირი არის ადგილი, რომელსაც ადამიანები უბრუნდებიან, როცა სახლში დაბრუნება სჭირდებათ და ადგილი, რომლისკენაც სხვები იყურებიან, როცა ღირსეული მომავლის აშენების იმედი აქვთ.

სახლი იქ არის, სადაც გულია. და დღეს, ჩვენი გულები ევროპაშია.

გილოცავთ ევროპის დღეს”,- ნათქვამია კაია კალასის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე