პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია გაიმართა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს მსვლელობით შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც ფილარმონიიდან ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადეს, შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

პროტესტში მყოფი მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა