ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.