ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ,,საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის”

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ,,საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის".

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ბრიფინგზე განაცხადა.

,,კი, ბატონო ზელენსკი მზად არის პირადი შეხვედრა გამართოს. კი, ეს გამიგია. მაგრამ, ეს პირველად არ გვესმის. რა შეიძლება ამაზე ვთქვათ, არასდროს გვითქვამს უარი და მე არასდროს მითქვამს უარი. ეს შეხვედრა არ შემითავაზებია, მაგრამ თუ ვინმე გვთავაზობს, კი. დაე, ის ჩამოვიდეს, ვისაც შეხვედრა უნდა, დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, შევხვდებით. მესამე ქვეყანაშიც შეიძლება შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საბოლოო შეთანხმებები იქნება მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე, რათა მონაწილეობა მივიღოთ ამ ღონისძიებაში ან რამეს მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ეს საბოლოო წერტილი უნდა იყოს", - განაცხადა პუტინმა.

ამავდროულად, პუტინის თქმით, ,,საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის".

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს