მედია - უკრაინის სამ რეგიონში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში, 20-მდე ადამიანი დაშავდა

9 მაისის განმავლობაში, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმება მოქმედებდა, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში 19 ადამიანი დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 9 მაისს, რუსეთის ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დონეცკის ოლქის ოთხი მცხოვრები დაიჭრა.

ამასთან, ხარკოვის ოლქში დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა ხერსონის ოლქში.

რუსულმა ძალებმა კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურა დაბომბეს, დააზიანეს მრავალსართულიანი შენობა და რვა კერძო სახლი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში 9, 10 და 11 მაისს სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნებოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს