მეუფე ანდრია - ძალიან კარგი და ღვთივკურთხეული დღე გველოდება - ღმერთი ყოველივეს სასიკეთოდ განაგებს

ძალიან კარგი და ღვთივკურთხეული დღე გველოდება ხვალ, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია (გვაზავამ) ხვალ დაგეგმილ მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მეუფის განმარტებით, მას მხოლოდ და მხოლოდ კარგის მოლოდინი აქვს.

„ყველაფერს ხვალ გაიგებთ. ძალიან კარგი და ღვთივკურთხეული დღე გველოდება ხვალ. ასე რომ, თქვენც ილოცეთ და ღმერთი ყოველივეს სასიკეთოდ განაგებს“, - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.

შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს