„გახარია საქართველოსთვის“ - მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესია და ძალადობის მასობრივი დაუსჯელობა ჟურნალისტებისთვის იწვევს ფიზიკური უსაფრთხოების რისკებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე „ფიზიკურ თავდასხმას კატეგორიულად გმობს“. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

„მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესია და ძალადობის მასობრივი დაუსჯელობა ჟურნალისტებისთვის იწვევს ფიზიკური უსაფრთხოების რისკებს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა “ოცნებას” ეკისრება.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და ობიექტური რეაგირებისკენ!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა თავად გაავრცელა. როგორც მთივლიშვილი “ფეისბუქზე” წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს