„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ - ჟურნალისტებზე ძალადობის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აღნიშნავს, დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობა აზიანებს მედიის თავისუფლებას, დემოკრატიას და საზოგადოების შესაძლებლობას, მიიღოს თავისუფალი ინფორმაცია.

მათივე შეფასებით, დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება არა თუ ვერ უზრუნველყოფს ჟურნალისტების დაცვას და ძალადობის ეფექტიან გამოძიებას, პირიქით, ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო საშიშ გარემოს ქმნის. „10 მაისს, თავად გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელევიზიო ეთერიდან გამოსვლისთანავე მას თავს დაესხა ჰესების ლობისტი მარგებაძე, რის შედეგადაც ჟურნალისტმა სახის არეში დაზიანებები მიიღო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი ხდება მუქარის, ზეწოლისა და ძალადობის სამიზნე. წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ არაერთი აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება არა თუ ვერ უზრუნველყოფს ჟურნალისტების დაცვას და ძალადობის ეფექტიან გამოძიებას, პირიქით, ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო საშიშ გარემოს ქმნის. გელა მთივლიშვილი არის გამორჩეული პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში პრინციპულად აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იძიებს კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. საქართველოში მედიის გარემოს მძიმე გაუარესებას ადასტურებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) შეფასებაც. მიმდინარე წლის მონაცემებით, ქვეყანამ მედიის თავისუფლების ინდექსში კიდევ 21 პოზიციით დაიხია უკან, ხოლო ბოლო წლებში, ჯამურად - 75 პოზიციით, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში, მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლის ნათელი მაჩვენებელია. „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ სრულ სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს, რომელსაც სხვა პროფესიონალ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ურთულეს პირობებში უწევს საქმიანობა. ჟურნალისტებზე ძალადობის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“,- აღნიშნულია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე