სამების ტაძარში მზადება მიმდინარეობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის, სადაც ხვალ ახალ პატრიარქს აირჩევენ

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის სამზადისი დაიწყო.

მანამდე საკვირაო წირვა-ლოცვა ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ მღვდელმთავრები.

კერძოდ, სამების საკათედრო ტაძარში უკვე მიიტანეს ჯებირები, ამასთან, როგორც ცნობილია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლებიც.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა - მოგვიანებით საზოგადოებისთვის ჩანაწერი გავრცელდება.

კენჭისყრა სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი - შორის ჩატარდება.

სხდომაზე სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიის თითოეული წარმომადგენელი სიტყვით გამოვა.

თუ რომელიმე კანდიდატი 50%-ზე მეტ ხმას დააგროვებს - ამ შემთხვევაში 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ გაიმართება.

„თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ უპირატესი რჩება და მათ შორის იქნება კენჭისყრა და 39 ეპისკოპოსი ამ ორს შორის ამოირჩევს”, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 7 მაისს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე