გემიდან, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, მგზავრების ევაკუაცია დაიწყო

გემ Hondius-იდან, რომელზეც ჰანტავირუსის გავრცელება მოხდა, მგზავრების ევაკუაცია დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მგზავრების მცირე ჯგუფი, რომლებიც ესპანეთის მოქალაქეები არიან, ამჟამად ტენერიფეს პორტ გრანადილიასკენ მიემართება.

მგზავრებს პორტიდან სამხედრო ავტობუსებით პირდაპირ აეროპორტში გადაიყვანენ, საიდანაც ესპანეთის მთავრობის თვითმფრინავით მადრიდში გაემგზავრებიან. მადრიდში მათ საავადმყოფოში გადაიყვანენ და კარანტინში მოათავსებენ.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მონიკა გარსიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველი რეისით ესპანეთის 14 მოქალაქე გაემგზავრება, მომდევნო რეისებით კი ნიდერლანდების, გერმანიის, ბელგიის, საბერძნეთის მოქალაქეებს გადაიყვანენ. ბოლო რეისი ხვალისთვისაა დაგეგმილი, რომელიც ავსტრალიაში გაემგზავრება.

მიუხედავად იმისა, რომ გემზე სიმპტომები არავის აღენიშნება, მგზავრები და ეკიპაჟი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავიანთ კაბინებში იყვნენ გამოკეტილები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. გემი, რომლის ბორტზე დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა, ტენერიფეში დღეს დილით ჩავიდა. თითოეულ მგზავრს ჰანტავირუსზე შემოწმება ჩაუტარდება.

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში ჰადჯა ლაჰბიბმა განაცხადა, რომ ესპანეთის მოთხოვნით ნორვეგიიდან ტენერიფეში სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი გაიგზავნა.

ცნობისთვის, გემი არგენტინიდან 1-ელ აპრილს გაემგზავრა. გემზე 11 აპრილს, პირველი მგზავრი, ნიდერლანდების მოქალაქე, გარდაიცვალა. მისი მეუღლე, რომელიც 24 აპრილს წმინდა ელენეს კუნძულზე გადმოვიდა, იოჰანესბურგში ჩაფრინდა და 26 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2 მაისს, გემზე გერმანელი მგზავრი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეჭვობს, რომ ნიდერლანდელი მგზავრი ჰანტავირუსით გემზე ასვლამდე დაინფიცირდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს