რობერტ ფიცო - ვოლოდიმირ ზელენსკიმ მითხრა, რომ მზადაა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს - თუ ზელენსკი დაინტერესებულია შეხვედრით, რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

ფიცოს მტკიცებით, მასთან საუბრის დროს ზელენსკიმ გამოთქვა სურვილი, პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს.

სლოვაკეთის პრემიერი აცხადებს, რომ ეს გზავნილი რუსულ მხარეს გადასცა.

„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან რუსეთის პრეზიდენტს შეტყობინება გადავეცი. სომხეთში ჩვენი პირადი შეხვედრის დროს მან მითხრა, რომ მზადაა შეხვდეს პუტინს ნებისმიერ ფორმატში. პასუხი აშკარაა: თუ უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესებულია შეხვედრით, რუს კოლეგას ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს“, - აღნიშნა ფიცომ.

ცნობისთვის, რობერტ ფიცო რუსეთში 8-9 მაისს იმყოფებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე