საბა სხვიტარიძე - ხუთი მოძალადე პოლიციელის დაკავება არაფერს ნიშნავს - ეს არის არა ცალკეული გადაცდომა, არამედ სისტემური დანაშაული - მე დაზარალებულად მცნეს, მაგრამ წელიწად-ნახევარია არავინ დაუკავებიათ

ხუთი მოძალადე პოლიციელის დაკავება არაფერს ნიშნავს. მართლა რომ უნდოდეთ სისტემური ძალადობის გამოძიება, ბევრად მეტი მოძალადე იქნებოდა უკვე დასჯილი,-ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მისი თქმით, საქმეზე დაზარალებულად ცნეს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

საბა სხვიტარიძე ასევე აღნიშნავს, რომ წესიერ ქვეყანაში დაისჯებოდა როგორც შემსრულებელი, ისე ბრძანების გამცემი, ხოლო ხელისუფლება გადადგებოდა.

„მაგალითად, მე დაზარალებულად მცნეს. თითქმის ყველა მოძალადის ვინაობა ცნობილია, რამდენიმე ნიღბიანის გარდა. ესენი არიან: მიხეილ სუჯაშვილი, ვანო გავაშელიშვილი, ლევან კუნდუხაშვილი, თორნიკე ჯაფარიძე და თედორე გიორგაშვილი ადამიანები, რომლებიც ჩემი ცემის ბრძანებებს გასცემდნენ და თავადაც ესწრებოდნენ ჩემს წამებას. ოთახში იმყოფებოდა გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილიც. უშუალო ბრძანებები კი მირიან ქავთარაძისგან მოდიოდა. უცნობია მხოლოდ ნიღბიანი პირები, რომელიც უშუალოდ მირტყამდნენ. ეს ყველაფერი გამოძიებისთვის ცნობილია. პერიოდულად ისევ მკითხავენ ამ საქმეზე, მაგრამ წელიწად-ნახევარია არავინ დაუკავებიათ. ამიტომ არ მჯერა არანაირი „ქოცების შემობრუნების“. ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია. ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ წამოვეგოთ შემოგდებულ ტრიუკებს. წესიერ ქვეყანაში დაისჯებოდა როგორც შემსრულებელი, ისე ბრძანების გამცემი, ხოლო ხელისუფლება გადადგებოდა. ეს არის არა ცალკეული გადაცდომა, არამედ სისტემური დანაშაული“, - წერს საბა სხვიტარიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე