ილჰამ ალიევი - სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა

სომხეთის განადგურების ან მისთვის დამოუკიდებლობის წართმევის განზრახვა არ გვქონდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი დამკვირვებლები თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს სომხეთს აზერბაიჯანისგან იცავენ, სინამდვილეში კი სომხეთს ეს არ სჭირდება.

„ევროპელი ე.წ. დამკვირვებლები დღეს თითქოს ისევ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის მონიტორინგს ახორციელებენ. ეს მაშინაც ვთქვი: ერთი რომ გაგვესროლა, მაშინვე გაიქცეოდნენ და იქ მათი კვალიც კი არ დარჩებოდა. ისინი თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს სომხეთს ჩვენგან იცავენ. სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა“, - აღნიშნა ალიევმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს