პროკურატურა - ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფით დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 მაისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

„დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - აღნიშნავს პროკურატურა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს